ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე 4 პირი პასუხისგებაშია მიცემული
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი
დოკუმენტების დამზადება - გამოყენების და კრედიტის უკანონოდ მიღების
ფაქტზე ბრალდებულის სახით ოთხი პირი პასუხისგებაში მისცა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა
და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ოთხი პირი
პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, აჭარის რეგიონში, სხვა
პირებთან ერთად, დაამზადეს ყალბი საშემოსავლო დეკლარაციები და
სახელფასო ცნობები ერთ - ერთ კომერციულ დაწესებულებაში თითქოსდა
მუშაობის შესახებ, რომლებიც შემდგომში, სხვადასხვა პირებმა, საბანკო
დაწესებულებებში კრედიტის მისაღებად გამოიყენეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე
და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.