სოფელ ცხრამუხასთან მანქანა ხეს შეეჯახა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხასთან, მსუბუქი ავტომობილი
(ჯიპი) ხეს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო
დახმარების ჯგუფი და პოლიცია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-ს ინფორმაციით,
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე10
ნაწილის თანახმად, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 250 ლარის
ოდენობით.