ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ორი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს
10:57 / 04.02.2020
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტების
დამზადების ფაქტები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი ოფიციალური
დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტებზე, ავტომანქანების
პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ორი თანამშრომელი
პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სპეციალური უფლებამოსილების
განხორციელებისას, გურიის რეგიონში მდებარე სერვის - ცენტრებში, კერძო
პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების
ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების პროცესში, ტექნიკურად გაუმართავ
ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ყალბი დასკვნები გასცეს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 220 - ე და 362 - ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.