უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს
ბოლო დღეების განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის
სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა
, თბილისში, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, თამბაქოს
ნაწარმის (6 800 ღერი) ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის
შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ აქციზური
მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური მარკების
გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი. საქმის მასალები, საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის
შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.
უაქციზო სიგარეტის (22 600 ღერი) ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოვლინდა
ქალაქ ზუგდიდშიც, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის
შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმის
მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს
გადაეგზავნა.