ქართველ ბოქსიორს გიორგი
ყუშიტაშვილს სამართალდამცველზე თავდასხმა ედება ბრალად.
რუსული მედიის ინფორმაციით, ცნობილი გახდა დაკავების დეტალები, რომლის
თანახმად, ყუშიტაშვილისა და მისი მეგობრის ოვიკ ოგანისიანის დაკავებას
აპირებდნენ მაშინ, როდესაც ისინი დამალული ნარკოტიკების აღებას
აპირებდნენ.
ამავე ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა დაინახეს, როგორ მივიდნენ
გიორგი და მისი მეგობარი ტაქსით ფრუნზეს სანაპიროსთან. პოლიციელები
მათ დაედევნენ, რა დროსაც გიორგი ყუშიტაშვილმა ერთ-ერთ მათგანს
დაარტყა. ყუშიტაშვილმა დაკავების დროს სამართალდამცავს ცხვირი
გაუტეხა.
სპორტსმენს შეფუთვაში ერთ გრამამდე ნარკოტიკი, წინასწარი მონაცემებით,
კოკაინი აღმოაჩნდა.
ყუშიტაშვილი 2019 წლის ჩემპიონატის მონაწილეა. 24 წლის ქართველი
მოკრივე ამჟამად რუსეთის სახელით ასპარეზობს ყველა ტურნირში.