ქრთამის აღების ფაქტზე, სამცხე - ჯავახეთის სატყეო სამსახურის სპეციალისტი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს,
სამცხე - ჯავახეთის სატყეო სამსახურის სპეციალისტი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი
უფლებამოსილების განხორციელებისას, უკანონო მატერიალური სარგებლის
მიღების მიზნით, ხე - ტყის წარმოშობის დამადასტურებელი ყალბი ცნობის
გაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით, თანხა მოსთხოვა და
გამოართვა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე
მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.