დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ბორჯომში პოლიციამ დააკავა
19:10 / 13.08.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად
, ძალადობის, გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძარცვის
ბრალდებით, 3 პირი: 1984 წელს დაბადებული ლ.ნ., 1970 წელს დაბადებული
რ.ა. და 1970 წელს დაბადებული ვ.ს. დააკავეს.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა - წარსულში მრავალჯერ
ნასამართლევმა ლ.ნ.-მ (მეტსახელად „ჭინტორა“) და წარსულში გამოძალვისა
და სხვა დანაშაულებისთვის ნასამართლევმა რ.ა.-მ მოქალაქე ა.მ-ს, დიდი
ოდენობით თანხის გამოძალვის გაადვილების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთეს
თავისუფლება, წაართვეს კუთვნილი თანხა და პირადი ნივთები. ამის შემდეგ
ბრალდებულები მას დაშინებით, ფიზიკური ანგარიშსწორების, პირადი და
ახლობლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ერთი კვირის ვადაში 11 000
ლარამდე თანხის მიტანას სთხოვდნენ.
სამართალდამცველებმა ლ.ნ. და რ.ა. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ
კვალზე დააკავეს. რაც შეეხება მესამე ბრალდებულს - ვ.ს.-ს, იგი
პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თავისუფლების უკანონო
აღკვეთისა და მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ბრალდებით
დააკავა.
გამოძიება გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად
ჩადენილი ძარცვის და მოწმეზე ზემოქმედების ფაქტებზე, საქართველოს
სსკ-ის 181-ე, 143-ე, 178-ე და 372-ე მუხლებით მიმდინარეობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.