ბაკურიანში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოპედის მძღოლი დაშავდა
18:56 / 29.08.2018
გუშინ, გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბაკურიანში. შსს-ს
ინფორმაციით, მოპედით მოძრავი ახალგაზრდა მამაკაცი ტოიოტას მარკის
ავტომობილს შეეჯახა, რომელიც მრავლობითი დაზიანებით ბორჯომის
სამედიცინო ცენტრში მოათავსეს.
დაშავებული ადგილობრივი არ არის, ის საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე
იმყოფებოდა, თუმცა დღეს, დღის მეორე ნახევარში ოჯახის გადაწყვეტილებით
მისი გადაყვანა სხვა სამედიცინო ცენტრში მოხდა. მედპერსონალის თქმით,
პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცავებმა
მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.