თურქეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
თურქეთის ქალაქ იზმირში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე
დააკავეს
.პოლიციის ინფორმაციით, 32 წლის ი.ნ.-მ და 43 წლის პ.ქ.- მ ქალაქ
სამსუნში ოთხი სახლი გაქურდეს და 15 ათასი თურქული ლირა, ოქროულობა,
ორი პორტატული პერსონალური კომპიუტერი და დიდი რაოდენობით მაჯის
საათები წაიღეს.
საქართველოს მოქალაქეების იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების
საშუალებით მოხდა. ისინი იზმირის ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.
პოლიციის ინფორმაციით, მათი სასტუმროს ნომრებიდან ნაქურდალი ნივთებია
ამოღებული.
დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.