სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს
12:15 / 24.11.2017
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ახალქალაქის რაიონის
სოფელ ორჯაში მცხოვრებმა, 1985 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ და ადიგენის
რაიონის სოფელ სმადას მცხოვრებმა
, 1981 წელს დაბადებულმა გ.ხ.-მ ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა
ტიპის საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინეს და ჩააბარეს.
სულ ჩაბარებულია: 2 გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, 112
საბრძოლო ვაზნა, 2 ხელყუმბარა, 2 ამფეთქი ფალია, 4 კილოგრამზე მეტი
ტროტილი, ტყვიამფრქვევის 1 ვაზნა, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარის
შემადგენელი ნაწილი და სასიგნალო პისტოლეტის 5 ვაზნა.
აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.