"ეს პირები არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები" - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
15:09 / 22.11.2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარის შესახებ განცხადებას
ავრცელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის
მიერ, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული
სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანარჩენი
პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია.
წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს
მოქალაქეები და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში, სუს-ის
კონტრტერორისტული დეპარტამენტი ოპერაციის საწყის ეტაპზე, აწარმოებდა
მოლაპარაკებებს მათთან სამართალდამცველებისთვის ჩაბარების თაობაზე,
რაზეც მათ უარი განაცხადეს.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გახსნეს ცეცხლი ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სროლის შედეგად,
სუს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი
დაიჭრა.
ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული პირების ვინაობის სრული
იდენტიფიკაცია. მათი სავარაუდო დანაშაულებრივი კავშირების დადგენის
მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება, როგორც საქართველოში,
ასევე მის ფარგლებს გარეთ. მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით,
განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია იმ კორპუსის
სადარბაზოდან, რომელშიც უშუალოდ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია და ასევე
მიმდებარე ტერიტორიიდან.
სპეცოპერაციის დროს ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის მიყენებული ზარალი
მათ სრულად აუნაზღაურდებათ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საზოგადოებას,მიმდინარე
სპეცოპერაციის შესახებ განახლებულ ინფორმაციას მოვლენათა განვითარების
შესაბამისად მიაწვდის.
ისინი, მოსახლეობას მოუწოდებენ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი აღნიშნულ
ტერიტორიაზე გადაადგილებისგან და დაემორჩილონ სამართალდამცველთა
მითითითებებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.