"ვაპირებ შანსი მივცე მეუღლეს" - ძალადობის მსხვერპლი ბორჯომში
13:46 / 22.11.2017
ბორჯომში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული
კ.მ. სამართალდამცავებმა დააკავეს. საჩივარი ცოლმა შეიტანა.
გამოძიებით დადგინდა, რომ
ბრალდებულმა მეუღლეს, 1975 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, სიტყვიერი და
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს
აღიარებს.
დაზარალებულმა, ტელეკომპანია "ბორჯომთან" სატელევიზიო კომენტარის
გაკეთება არ ისურვა, თუმცა პირად საუბარში გვითხრა, რომ საჩივრის
გამოტანას და მეუღლისთვის შანსის მიცემას აპირებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს
სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარეობს, რაც
გულისხმობს, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას,
სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, რამაც გამოიწვია
ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117- ე,
118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, − ისჯება
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ
საათამდე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.