ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის სატყეო უბნის ტყის მცველი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ,
გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ქრთამის აღების ფატქზე დაკავებული იქნა,
ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის - ბორჯმის სატყეო უბნის
ტყის მცველი.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულს მის
სამოქმედო არეალში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ
სატყეო უბანზე უკანონოდ უნდა მოეჭრა დიდი ოდენობით სამასალე მორები და
ქრთამის სანაცვლოდ თავადვე გამოეტანა და გადაეცა ერთ-ერთი
მოქალაქისათვის.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.