საპოლიციო კონტროლი და გამოვლენილი სისხლის სამართლის 78 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 1041 ფაქტი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, 14-15 თებერვალს, მთელი
ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.
საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცველების მიერ გამოვლინდა
სისხლის სამართლის 78 დანაშაული, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი)
- 21 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს
260-ე მუხლი) – 23 ფაქტი; სხვისი ნივთის დაზიანების (სსკ-ს 187-ე
მუხლი) – 1 ფაქტი; ძალადობის (სსკ-ს 126-ე მუხლი) – 1 ფაქტი; ოჯახში
ძალადობის (სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლი) – 1 ფაქტი; ქურდობის (სსკ-ს
177-ე მუხლი) – 8 ფაქტი; ხულიგნობის (სსკ-ს 239-ე მუხლი) – 1 ფაქტი;
ყალბი ფულის დამზადება-გასაღების (სსკ-ს 212-ე მუხლი) – 1 ფაქტი;
პოლიციამ 3 ძებნილი პირი დააკავა.
უწყების განმარტებით, დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
1041 შემთხვევა, მათ შორის: წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე მუხლი)
- 2 ფაქტი; პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის (ასკ-ს 173-ე მუხლი) - 19
ფაქტი; პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის
(ასკ-ს 173-ე და 166-ე მუხლები) - 18 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების
(ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) – 22 ფაქტი.
"საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ
იქნა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ
შორის: 5 ავტომატი, 13 პისტოლეტი, 2 შაშხანა, 8 გადაჭრილი სანადირო
თოფი, 3 სანადირო თოფი, 2 ხელყუმბარა, 2 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა და
სხვადასხვა კალიბრის 560 საბრძოლო ვაზნა.
ასევე, ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები.
საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის
სამართლის დანაშაულისთვის - 17, ხოლო ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისთვის – 36 პირი დააკავეს", - ნათქვამია სამინისტროს
განცხადებაში.