შსს-მ მაგისტრალური მილსადენიდან ნავთობის ქურდობის ფაქტი გახსნა
11:41 / 02.02.2017
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გორის რაიონის სოფელ რეხაში,
ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით,
ნავთობს სისტემატურად იპარავდნენ.
სამართალდამცველებმა მოპარული ნავთობის ნაწილი ნივთმტკიცებად
ამოიღეს.
შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის
დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, ხუთი პირი -
1976 წელს დაბადებული ლ.შ., 1980 წელს დაბადებული მ.გ., 1975 წელს
დაბადებული ზ.გ., 1968 წელს დაბადებული ჯ.ს. და 1975 წელს დაბადებული
ც.მ. დააკავეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მაგისტრალურ მილსადენში
არსებული ნავთობის ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს
177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და მე-4 ნაწილის "დ" ქვეპუნქტებით).
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.