შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
სამართალდამცველებმა, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის
ჩხრეკისას, 33,42 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც,
ექსპერტიზის დასკვნით, 21 გრამ ჰეროინს შეიცავს.
პოლიციამ ასევე ამოიღო 4 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერება
"პრეგაბალინი".
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების
უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების
შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1984 წელს დაბადებული
ს.რ., ნარკოდანაშაულისთვის, თბილისში დააკავეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე
მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა"
ქვეპუნქტით და 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).