შსს-მ უკანონო იარაღი და ნარკოტიკი ამოიღო
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის
ჩხრეკისას, მაუზერის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 საბრძოლო ვაზნა
და მეტადონის შემცველი სითხე ამოიღეს.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის
სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების,
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის
ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული ზ.ძ. თბილისში დააკავეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს
236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით).