ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ახალციხის პროკურატურაში დაიბარეს
ტელეკომპანია "იბერიის" ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ამ წუთებში
ახალციხის საოლქო პროკურატურაში იმყოფება, სადაც ის საქმის ახალი
დეტალების გასაცნობად დაიბარეს.
"გამოძიებასთან ერთი შეკითხვა
მაქვს, როდის დააკავებენ დამნაშავეებს" განაცხადა გიორგი
გასვიანმა. შეგახსენებთ: ჟურნალისტი, მასზე განხორციელებულ
ძალადობაში ბორჯომის პოლიციის თანამშრომელს და მასთან ერთად მყოფ ორ
პირს ადანაშაულებს. ინციდენტი ბორჯომში 2016 წლის 18 დეკემბერს
მოხდა.
ადილზე იმყოფება "დღის ქრონიკის" გადამღები ჯგუფი. სიუჟეტს შეხვედრის
დეტალებთან დაკავშირებით მოგვიანებით შემოგთავაზებთ.