ახალი ამბები
იუსტიციის სახლი კვირასაც მუშაობს „აგენტების რეესტრში“ ორგანიზაციების დასარეგისტრირებლად
იუსტიციის სახლი კვირასაც მუშაობს, რათა „აგენტების რეესტრში“ დამატებითი რეგისტრაციები მიიღოს.

პარასკევს, 30 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ დაახლოებით 1%-მა მიმართა საჯარო რეესტრს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ დასარეგისტრირებლად.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესზე თქვა, რომ იმ დროისთვის რეესტრში დარეგისტრირების მიზნით განცხადება 233-მა ორგანიზაციამ წარადგინა; ხოლო იმავე საღამოსთვის ორგანიზაციათა რიცხვი 322-მდე ავიდა.

ტყეშელაშვილმა თქვა, რომ საქართველოში დაახლოებით 30 000-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული, ხოლო მათგან 1200-მდე სახელმწიფოს დაფუძნებულია, - რაც ნიშნავს, რომ მათ რეგისტრაცია არ ევალებათ.

საჯარო რეესტრის დირექტორმა დავით დევიძემ განაცხადა, რომ 30 000-მდე არასამეწაროებო არაკომერციული იურიდიული პირების ჯამური რაოდენობა 1990-იანი წლებიდან არის რეგისტირებული და მათი ნაწილი უმოქმედოა:

„არიან სუბიექტები, ვისაც ათეულობით წელია, არც კი განუახლებიათ ამონაწერი“.

თუმცა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს მოქმედი ა(ა)იპ-ების ზუსტი რიცხვი არ დაუსახელებიათ: „ახლა მონიტორინგი დაწყებული გვაქვს, ვახდენთ ამ მონაცემების დამუშავებას, რომ განვსაზღვროთ, სუბიექტები დავაზუსტოთ“, - განაცხადა დევიძემ.

31 აგვისტოს იუსტიციის სახლმა განაცხადა, რომ კვირას, 1 სექტემბერს, - რაც ჩვეულებრივ დასვენების დღეა, - ქვეყნის მასშტაბით უწყების 30 ფილიალი იმუშავებს და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ რეესტრში რეგისტრაციისათვის განაცხადის ჩაბარება შესაძლებელი იქნება.

რეესტრში დარეგისტრირების ვადა 2 სექტემბრის ჩათვლითაა განსაზღვრული.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის ღამეს თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
14:11 / 31.12.2024
ახალი წლის ღამეს თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 31
დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს.
12:51 / 31.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
14:38 / 28.12.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
საპენსიო სააგენტომ დირექტორის
ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო
გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე
გასტანს.
17:49 / 27.12.2024
საპენსიო სააგენტომ დირექტორის ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე გასტანს.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.