ახალი ამბები
ფულის გამოძალვის მიზნით, სატელეფონო ზარებზე გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ფულის
გამოძალვის მიზნით, ქალაქის ტელეფონებზე განხორციელებული ზარების
ფაქტზე გამოძიება სსკ 180-ე მუხლით დაიწყო, რაც თაღლითობას
გულისხმობს.
უწყებაში სხვა დეტალებზე ინფორმაციის
მოწოდებისგან თავს იკავებენ.
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში, Facebook-ის სხვადასხვა ჯგუფში
მომხმარებლები წერენ იმ უცხო ზარების შესახებ, რომელიც მათთან ან/და
მის ახლობლებთან განხორციელდა ქალაქის ტელეფონზე. მათი ინფორმაციით,
უცხო პირები რუსულ ენაზე
ეუბნებიან, რომ მათი ოჯახის წევრი (შვილი, დედა...) მოჰყვა ავარიაში,
მოთავსებულია რეანიმაციაში და სთხოვენ თანხის გადარიცხვას. მათი
თქმით, ადგილი აქვს სავარაუდოდ თაღლითობის შემთხვევებს, რისთვისაც
საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
ამავე თემაზე:
"ქალაქის ტელეფონზე რეკავენ, რუსულად
გეუბნებიან რომ ოჯახის წევრი მოჰყვა ავარიაში და რეანიმაციაშია,
გთხოვენ ფულს" - რას წერენ სოციალურ
ქსელში
გააზიარეთ :