კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ
დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომპიუტერულ
სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, 2001 წელს დაბადებული ბ.კ.
დააკავეს.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა,
რომ ბრალდებულმა ბ.კ.-მ პერსონალური მონაცემების დაუფლების მიზნით, სს
„სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევა განახორციელა.
ბრალდებული, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით დაეუფლა
აღნიშნული კომპანიის 5000-მდე მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი
მოწმობის ციფრულ ასლს და არალეგალური გზით ცდილობდა მათ ინტერნეტ
სივრცეში რეალიზაციას.
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, გამოძიება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით
მიმდინარეობს.