ახალი ამბები
ხაშურში არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულ 51 წლის კაცს პატიმრობა შეეფარდა
51 წლის კაცს, რომელიც
არასრულწლოვანის გაუპატიურებაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების
სახით პატიმრობა შეეფარდა.
როგორც დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.
მისი თქმით, საქმეში გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არცერთი
მტკიცებულება არ დევს.
„ჩვენი პოზიცია იყო, რომ არ გამოეყენებინათ აღკვეთის
ღონისძიების არცერთი სახე. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა სრულად
დააკმაყოფილა, ბრალდებული დარჩა პატიმრობაში. ჩვენ გვაქვს მოლოდინი,
რომ როცა საქმის არსებითი განხილვა დაიწყება, დავამტკიცებთ, რომ ჩემი
დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა.
ბრალდებული წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ გრძნობს.
საქმეში არცერთი მტკიცებულება არ დევს, გარდა დაზარალებულის
ჩვენებისა“, - აღნიშნა ბრალდებულის ადვოკატმა.
საქმის პროკურორის, თორნიკე ბაიდოშვილის განცხადებით, მოცემულ საქმეზე
გამოძიება სსსკ-ის 137-ე, 141-ე, 151-ე მუხლებით გრძელდება.
„სასამართლოს მიერ გამოყენებულ იქნა ბრალდების მხარის პოზიცია
პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. მოცემულ საქმეზე გამოძიება
სსსკ-ის 137-ე, 141-ე, 151-ე მუხლებით გრძელდება.
ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული იქნა მტკიცებულებები, რომელზე
დაყრდნობითაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება“, -
განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების
ბრალდებით მამაკაცი 27 იანვარს დააკავეს. შემთხვევა ხაშურის
მუნიციპალიტეტში მოხდა.
წყარო: interpressnews.ge
გააზიარეთ :