ახალი ამბები
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა - როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა
დღეს, 13 იანვარს, რველი-ზანავის
საავტომობილო მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად
ხუთი ადამიანი დაშავდა.
ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო
ცენტრში თავდაპირველად სამი დაშავებული გადაიყვანეს, მოგვიანებით კი
საავადმყოფოს კიდევ ორმა დაშავებულმა მიმართა.
სამედიცინო ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს
საფრთხე არ ემუქრება. გელა ორველაშვილის თქმით, სამმა პაციენტმა უკვე
დატოვა სამედიცინო ცენტრი. ამ დროისთვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ
რჩება ორი პაციენტი დედა-შვილი. დედა ჯერ-ჯერობით სტაციონარშია
მოთავსებული.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა Kia-ს მარკის
მსუბუქი ავტომობილი და Ford-ის მარკის სამგზავრო სამარშრუტო
ტაქსი.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.
მომხდარის გამო, რველი-კორტანეთის საავტომობილო მონაკვეთზე გზის ორივე
მხარეს შეიქმნა საცობი და დროებით შეიზღუდა საავტომობილო
მოძრაობა.
რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა და რომელი მუხლით დაიწყო საქმეზე
გამოძიება, ამ კითხვით შსს-ს მივმართეთ. ტელეკომპანია "ბორჯომი"
უწყებისგან პასუხს ელოდება.
ამავე თემაზე:
ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში -
დაშავებულები სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს
გააზიარეთ :