ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე
დაკავებულ იქნა ერთი პირი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა
და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის
გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის
მიღების მიზნით, 2023 წლის ივლისის დასაწყისში, ერთ-ერთ პირზე გაასაღა
დიდი ოდენობით ყალბი ვალუტა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 8 850 აშშ დოლარის
ოდენობის, 50 და 100 დოლარის ნომინალის ყალბი კუპიურა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე
მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების
აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით.