ახალქალაქში გოგო მოიტაცეს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ
ოლავერდში გოგონა ოჯახის შექმნის მიზნით მოიტაცეს.
ადგილობრივი გამოცემის, Jnews–ის ინფორმაციით, მომხდარზე პოლიციას
გოგოს ახლობელმა შეატყობინა.
შსს-მ საქმე სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით აღძრა, რაც გულისხმობს
თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7 -დან 10 წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
"მეცხრე არხის" ინფორმაციით, გოგონა სრულწლოვანია და ის უკვე საკუთარ
სახლში იმყოფება.