ახალი ამბები
პოლიციამ პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით 11 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 11 პირი დააკავეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებული არიან: 1967 წელს დაბადებული დ.ე., 1974 წელს დაბადებული ნ.ბ., 1967 წელს დაბადებული გ.ც., 1988 წელს დაბადებული ნ.ო., 1982 წელს დაბადებული თ.შ., 1971 წელს დაბადებული დ.ხ., აგრეთვე, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევები - 1970 წელს დაბადებული ი.ჭ., 1981 წელს დაბადებული გ.ქ., 1980 წელს დაბადებული რ.კ., 1979 წელს დაბადებული ზ.კ., და 1964 წელს დაბადებული ნ.დ. დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში, ხიზანიშვილის, ჭირნახულის და აგლაძის ქუჩებზე მდებარე სასტუმროების ნომრებს, კლიენტების მომსახურების მიზნით, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად გადასცემდნენ ქალებს, რომლებიც პროსტიტუციას ეწეოდნენ.

აღნიშნული ქალები კი სექსუალური მომსახურეობის გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან ბრალდებულებს გარკვეულ თანხას უხდიდნენ.

სამართალდამცველებმა, სასტუმროებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით
დაუფლების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების
დამზადება-გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად
გამოყენების ფაქტებზე მხილებულია 4 პირი.
13:56 / 02.10.2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე მხილებულია 4 პირი.
გაერო-ს მისიის წევრები ყარაბაღში
ჩავიდნენ, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
18:08 / 01.10.2023
გაერო-ს მისიის წევრები ყარაბაღში ჩავიდნენ, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში
ხანძარი ლიკვიდირებულია.
14:59 / 01.10.2023
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში ხანძარი ლიკვიდირებულია.
დღეს, 1-ელ ოქტომბერს, პარლამენტის
შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.
09:53 / 01.10.2023
დღეს, 1-ელ ოქტომბერს, პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლები,
10:28 / 29.09.2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები,
ინტერაქტივი
დაზიანებული ატრაქციონები, ჩამსხვრეული ლამპიონები, გატეხილი სკამები და მოშლილი ინფრასტრუქტურა - ასეთია ვანდალიზმის შემთხვევების შედეგები ბორჯომში.
პანდემიის დროს მთელს მსოფლიოში მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვთა რუტინული იმუნიზაციის მაჩვენებლები.
დღის ამბები
30 წელი სოხუმის დაცემიდან-ბორჯომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს;
ცვლილებები ბიუჯეტში, ქუჩების დამისამართება და სამსახურების ანგარიშები - ბორჯომის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა;
«« ოქტომბერი 2023 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.