ახალი ამბები
ბორჯომში ცოლის დაჭრაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
20 დეკემბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ბორჯომში დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული გიორგი კაბულაშვილის დასკვნითი პროცესი გაიმართა. წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლე მაია ჯავახიშვილმა ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს.

პროკურორმა დანაშაულის ჩადენის დღე გაიხსენა და ბრალდებულის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა:

„გენდერის ნიშნით, სტერეოტიპული[მამაკაცია ოჯახში უფროსი და ქალი უნდა ემორჩილებოდეს მას] და მესაკუთრეობრივი დამოკიდებულების გამო, ქალს არ ჰქონდა სოციალური ქსელი, მის [მეუღლის] უკითხავად არ ჰქონდა სახლიდან გასვლის უფლება. ბრალდებულმა მეუღლეს დანით 16 ჭრილობა განზრახ მოკვლის მიზნით და განსაკუთრებული სისასტიკით მიაყენა“, -განაცხადა პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა.

მისი თქმით მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე კაბულაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის დედასაც. გარდა ამისა, მომხდარ ფაქტს, შეესწრო დაზარალებულის და ბრალდებულის არასრულწლოვანი შვილიც.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებულის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ დაზარალებული იყო მუდმივი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ. ბრალდებულს დანაშაულის ჩადენის დროს, ისევ მეუღლეზე ძალადობის გამო, პირობითი მსჯავრი ჰქონდა.

ბრალდებულმა ყველა მტკიცებულება უდავო გახადა: „არ ვიცი რა უნდა ვთქვა დავკარგე კონტროლი, არაფერი მახსოვს, ბოდიშს ვიხდი ჩემი მეუღლისა და შვილების წინაშე“.

მისმა ადვოკატმა პროცესზე მხოლოდ ის ითხოვა, რომ „განაჩენის გამოტანისას სასჯელის ნაწილში მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის შეღავათი გაეწიათ“.

მოსამართლემ მაია ჯავახიშვილმა წარდგენილ ბრალდებაში გიორგი კაბულაშვილი დამნაშავედ ცნო და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მას თავისუფლების აღკვეთა 19 წლით მიუსაჯა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს თუ ბრალდებული ამ ეტაპზე უცნობია, მისმა ადვოკატმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გიორგი კაბულაშვილთან გასაუბრების შემდეგ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომში მცხოვრებმა გიორგი კაბულაშვილმა, მიმდინარე წლის 1-ელ მაისს ცოლს 16-მდე ჭრილობა მიაყენა. იგი სამართალდამცველებმა მომხდარიდან მალევე დააკავა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

აღნიშნული ქმედების გამო, გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მას მოგვიანებით ბრალი დაუმძიმდა.



წყარო: სამხრეთის კარიბჭე
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პროკურატურის გენერალური
ინსპექციის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით,
თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს,
16:10 / 30.03.2023
საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით, თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს,
ლიკანის მიმართულებით კიდევ ერთი
მუნიციპალური ავტობუსი დაემატება.
13:34 / 30.03.2023
ლიკანის მიმართულებით კიდევ ერთი მუნიციპალური ავტობუსი დაემატება.
პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა
სოფლის განვითარებისთვის“ RDYE იწვევს 18-35 წლის ახალგაზრდებს
სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან,
13:08 / 30.03.2023
პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ RDYE იწვევს 18-35 წლის ახალგაზრდებს სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან,
პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა
სოფლის განვითარებისთვის“ RDYE იწვევს 18-35 წლის ახალგაზრდებს
სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან,
13:08 / 30.03.2023
პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ RDYE იწვევს 18-35 წლის ახალგაზრდებს სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან,
საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, ქარბუქის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო
გზის
10:12 / 30.03.2023
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის
ინტერაქტივი
როდის დაიწყება 2023 წელს, ბორჯომში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. რა სამუშაოებზე უნდა დაიხარჯოს 11 მილიონი ლარი.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ხანდაზმულები, მარტოხელა და მარტო მცხოვრები მოხუცები - ეს არის ადამიანების ჯგუფები, რომლებიც შინმოვლის სერვისს საჭიროებენ.
დღის ამბები
ბიუჯეტის ანგარიში, დებულებების დამტკიცება, ქუჩების დამისამართება სოფლებში - გეგმიური სხდომა ბორჯომის საკრებულოში;
„აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ჩავარდა - მედიის და სამოქალაქო სექტორის შეფასებები სამცხე-ჯავახეთიდან;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.