ახალი ამბები
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს 1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს
Freebusiness.ge პლატფორმაზე
1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
918 თავისუფალი ბიზნესი კი
ვერიფიკაციის პროცესშია.
პლატფორმაზე წარმოდგენილი კომპანიები ახალი არჩევნების ჩატარებასა და
ახალ წლამდე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
„არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც
გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს
ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია.
დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა
და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ
წლამდე განთავისუფლება.
ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისმგებელნი
ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი
პოლიტიკური პრეფერენციებისა ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და
განცხადებას“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
გააზიარეთ :