ასპინძაში მკვლელობა მოხდა
პოლიციამ ასპინძაში მომხდარი
მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.
სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული,
წარსულში ნასამართლევი ა.ნ. დაბა ასპინძაში დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 მაისს, დაბა
ასპინძაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით კისრის არეში
ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს, 1986 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, რომელიც
შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ა.ნ. მომხდარიდან მალევე, შემთხვევის
ადგილთან ახლოს დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით
ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.