ბორჯომში პოლიციამ ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად,
დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახური
ძალადობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და
ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ბორჯომში დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა საკუთარ საცხოვრებელ
სახლში, სიდედრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო
მეუღლე - 1985 წელს დაბადებული ქალი დაჭრა.
სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის
სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა
ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3
ნაწილებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით
მიმდინარეობს.