პოლიციამ დააკავა მორჩილი, რომელმაც მეორე მორჩილზე იძალადა
პოლიციამ დააკავა მორჩილი, რომელმაც
მეორე მორჩილზე იძალადა. ინფორმაციას სასულიერო პირის დაკავების
შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებულ ვ.გ.-ს ბრალი ედება ძალადობით
განხორციელებულ დევნაში, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი
საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებასა და სოციალური ქსელით
გავრცელებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ.გ.-მ მიმდინარე წლის 18 თებერვალს,
თბილისის ზღვის მიმდებარედ, ერთ-ერთ შენობაში რ.მ.-ზე ფიზიკურად
იძალადა.
ძალადობის ამსახველი კადრები მოგვიანებით სოციალური ქსელი „ფეისბუქის“
მეშვეობით გავრცელდა.
ძალადობით განხორციელებული დევნის, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი
საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებისა და სოციალური ქსელით გავრცელების
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2
ნაწილებით.