სამცხე-ჯავახეთში უკანონო თევზჭერის ორი ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.
ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე, მოქალაქეები აკრძალული
საშუალებით - ანკესზე გამობმული სახლართი ბადის გამოყენებით ახდენდნენ
უკანონო თევზჭერას.
თევზჭერის უკანონო იარაღები დაილუქა. შედგა შესაბამისი ოქმები.