სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის ორი ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 2 ფაქტი გამოავლინეს.
ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეები „ბუნებრივი
რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე
დაწესებული მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ
გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების
დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე ნადირობდნენ.
სანადირო იარაღები დაილუქა. შედგა შესაბამისი ოქმები.