ქურდობა ბაკურიანის სუპერმარკეტ "ნიკორაში"
დღეს, 22 ოქტომბერს, საღამოს
საათებში, ბაკურიანის სუპერმარკეტ "ნიკორაში" ქურდობის ფაქტი მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყებაში არ აკონკრეტებენ,
ვის მიერ მოხდა მაღაზიის გაქურდვა და რა იქნა გატანილი
სუპერმარკეტიდან. დეტალებს საგამოძიებო უწყება დაადგენს.