1982 წელს დაბადებული გ.ღ.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვასა და ტარებაშია ბრალდებული.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ბორჯომში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩაზე, გ.ღ.-ის
პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს „ჩეზეს“ სისტემის პისტოლეტი
და მჭიდი.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით
მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.