სამცხე-ჯავახეთში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე მოქალაქე დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის
შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში,
ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 1 548 კოლოფი სხვადასხვა
დასახელების თამბაქოს ნაწარმი - სიგარეტი ქართული აქციზური მარკის
გარეშე. ამოღებული საქონლის ჯამური საბაზრო ღირებულება 6 600 ლარს
აღემატება.
გამოძიების პროცესში ასევე ამოღებულ იქნა უაქციზო სიგარეტის
გადაზიდვისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6 წლამდე ვადით.