ახალი ამბები
ქვეყნის მასშტაბით რეგულაციების დარღვევის 716 ფაქტი გამოვლინდა
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 716 ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 104 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 612 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ
ექიმებსა და ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-3000-ლარიანი
გირაო შეეფარდათ.
16:41 / 08.04.2021
მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმებსა და ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-3000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში
გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმებისა და
ექთნის - სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
16:11 / 08.04.2021
თბილისის საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმებისა და ექთნის - სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის
გადაწყვეტილებით,
11:27 / 08.04.2021
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრებას შეძლებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში
10:53 / 08.04.2021

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

08:32 / 08.04.2021
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 8 აპრილს გაიმართება.
დღის ამბები
➡ ბორჯომში ინფიცირების ახალი შემთხვევები შემცირდა.
✅ ბორჯომელი მოძღვარი მამა ზურაბი კოვიდ 19-ით გარდაიცვალა;
ინტერაქტივი
ბორჯომსა და მის სოფლებში მიმდინარეობს საზოგაო ინფრასტრუქტურის, წყლის სისტემის, სკვერების, დასასვენებელი სივრცეების და საფეხბურთო მოედნების მოწყობა-განახლება.
01 / აგვისტო 2020
შეავსეთ ტესტი და გაიგეთ, რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს.   (ფოტოს ავტორი - კოტე იანტბელიძე ) //
ვალუტა
EUR
EUR
1
4.0646
GBP
GBP
1
4.7108
TRY
TRY
1
0.4196
USD
USD
1
3.4260
«« აპრილი 2021 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.