ახალციხეში, სოფელ წნისთან
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 36 წლის ა.ბ გარდაიცვალა. იგი შინაგან
საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.
"სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო
შემთხვევა გუშინ, 1 ივნისს დაახლოებით 24:00 საათზე მოხდა. ა.ბ
საკუთარი მანქანით, სოფელ წნისში ბეტონის ბორდიურს შეეჯახა.
ადგილობრივების ინფორმაციით, შსს–ს თანამშრომელი ადგილზე
გარდაიცვალა.
შსს-მ გამოძიება 276 მუხლის მე–6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო
საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
უწყებაში აცხადებენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ა.ბ
სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა. გარდაცვლილი სოფელ
მუგარეთიდან არის.