პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინა
18:35 / 05.04.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის
მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში
დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით,
24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.
პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და
პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად
რეაგირებს.
სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის
განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის
რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი
ფაქტი გამოავლინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 4 აპრილის 21 საათიდან 5
აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე,
მთელი ქვეყნის მასშტაბით, 113 მოქალაქე დააჯარიმეს.
გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და
2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 21 მოქალაქე
დააჯარიმა.
1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან
დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.
პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად,
თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს განაგრძობს.
ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12
ახალი ფაქტი გამოვლინდა.
ასევე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით
გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 90 პირი დააჯარიმეს.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის
დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის
დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან
საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ
შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული,
შესაბამისი ზომები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.