ახალი ამბები
"დღეს არ ვართ მზად, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა" - ღარიბაშვილი
"დღეს ქვეყანა ვერ გახდება, დღეს არ ვართ მზად, რომ გავხდეთ [ევროკავშირის] წევრი ქვეყანა, ხომ ასეა, ხომ მეთანხმებით? არ არის კონსენსუსი იმაზე, რომ დღესვე შეიძლება გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი, მითუმეტეს ახლა, ამდენი პრობლემებია და იცით, რომ დრო დასჭირდება ამას", - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზეც.

„ერთი რამ მინდა გკითხოთ, თუ შეიძლება, თქვენი აზრიც მაინტერესებს, თქვენც ყველა მოქალაქეები ხართ. საუბარია იმაზე,რომ ამ კანონის მიღებით რაღაც შეიძლება შეიცვალოს და იქნება შემაფერხებელი ბარიერი. ჯერ საერთოდ ვთქვათ ის, რომ ქვეყანამ მიაღწია მაქსიმუმს, პიკი იყო შარშანდელი დეკემბერი , ჩვენ გავხდით კანდიდატი ქვეყანა. შემდეგ ეტაპი უკვე არის გაწევრიანება. დღეს ქვეყანა ვერ გახდება, დღეს არ ვართ მზად, რომ წევრი ქვეყანა, ხომ ასეა, ხომ მეთანხმებით? არ არის კონსენსუსი იმაზე, რომ დღესვე შეიძლება გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი, მითუმეტეს ახლა, ამდენი პრობლემებია და იცით, რომ მთელი დრო დასჭირდება ამას. დღეს არ არის ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის და ამას დრო დასჭირდება და ბევრ რამეზე, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული ეს შემდეგი ნაბიჯები. ძალიან მარტივად მინდა გითხრათ, თუ იმ დროისთვის, როდესაც ქვეყანა იქნება მზად და გვეტყვიან,რომ აი, ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმებაც, გადახედვა, შეცვლა, ახლის მიღება, ასე რომ ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი არის ძალიან კარგად“, - აცხადებს ღარიბაშვილი.


მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება საჭიროა გამჭვირვალობისთვის. გარდა ამისა, ღარიბაშვილმა უპასუხა შეკითხვას, რომლის თანახმად, კანონპროექტი მოსწონს სერგეი ლავროვს და დუგინს.


„არ ვიცი, ვის ინტერესშია ეს, ვინ იყენებს ამ განცხადებას,ისევ რადიკალური ოპოზიცია. გადახედეთ, თუ რაიმე პატარ კრიზისები იყო, ყოველი განცხადება და ასეთი გამონათქვამი შემდგომში გამოყენებული იქნა ისევ რადიკალური ოპოზიციის მიერ, ეს ხომ მარტივი გასაშიფრი და წასაკითხია. უბედურება რაშია იცით, აი, ჩვენი უბედურება, აქ ხალხი ცხოვრობს, სამი ათასწლოვანი ისტორია გვაქვს, ჩვენ ე.ი. ჩასაფრებული ვართ რა თქვა, რომელიღაცა ქვეყნის წარმომადგენელმა, რა თქვა შემდეგ ევროპის წარმომადგენელმა, ამერიკის, ასე მეგობრებო, ვერ განვვითარდებით, წინ ვერ წავალთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც სჭირდება საქართველოს და რაც სჭირდება ქართველ ხალხს. დღეს ქართველ ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ქვეყანას არ სჭირდება ომი და ნგრევა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან ღარიბაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტრომ
ტრეფიკინგის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის
ფაქტზე 4 პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს
ავრცელებს.
10:04 / 21.06.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე 4 პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს ავრცელებს.
იანვარ-მაისში ქართული ღვინის
ექსპორტი წლიურად 35.8%-ით არის გაზრდილი.
09:39 / 21.06.2024
იანვარ-მაისში ქართული ღვინის ექსპორტი წლიურად 35.8%-ით არის გაზრდილი.



მეფე დავითის თასის პირველობაზე ფეხბურთში, გამარჯვებული ბორჯომის
საფეხბურთო გუნდი „თორია“.
15:02 / 19.06.2024



მეფე დავითის თასის პირველობაზე ფეხბურთში, გამარჯვებული ბორჯომის საფეხბურთო გუნდი „თორია“.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში
პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან საუბარში გულდასაწყვეტი უწოდა
პროცესს,
13:14 / 19.06.2024
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან საუბარში გულდასაწყვეტი უწოდა პროცესს,
ევროკომისიის გენერალური დირექტორატი
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების
საკითხებში (DG NEAR) საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის
შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
19:36 / 17.06.2024
ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.