ახალი ამბები
ახალქალაქში სავარაუდოდ 984 წლით დათარიღებული წარწერა აღმოაჩინეს, სადაც ბაგრატ კურაპალატია ნახსენები
„კვლევითი ცენტრის“ ექსპედიციის წევრებმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანაში, სომხური თემის XIX საუკუნის ეკლესიაში, აღმოაჩინეს სავარაუდოდ 984 წლით დათარიღებული ქვა, რომელზეც ქართული ხუთსტრიქონიანი წარწერაა დატანილი. ტექსტში ნახსენებია ბაგრატ კურაპალატი და იოანე ნათლისმცემელი. X საუკუნის ქვა, ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილშია განთავსებული.

"ეს არის ჩვენი ექსპედიციის მნიშვნელოვანი მონაპოვარი", – აცხადებენ ექსპედიციის წარმომადგენლები.

„კვლევის ცენტრის“ მკვლევრის და ექსპედიციის წევრის, ანა იმედაშვილის თქმით, აღმოჩენილი ქვაზე, ამ ეტაპზე სამი მინიშნება შეიძლება გამოიკვეთოს.

„საკმაოდ ვრცელი ხუთ სტრიქონიანი წარწერაა, როგორც ჩანს ძალიან ძვირფასი. საკმაოდ რთულად დასამუშავებელია. ჩვენი პალეოგრაფი, ნიკოლოზ ჟღენტი უკვე მუშაობს წარწერაზე. ამას სჭირდება ჯერ წაკითხვა და მერე გაანალიზება, თუმცა პირველადი შეფასებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარწერაში იხსენიება ბაგრატ მესამე კურაპალატი, ასევე იოანე ნათლისმცემელი, ასევე ამოვიკითხეთ თარიღი 984, რომელიც შესაძლოა, სავარაუდო იყოს წარწერის შესრულების თარიღი, ან ტაძრის აგების ჯერ არ ვიცით“,– ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ანა იმედაშვილი.

მისივე თქმით წარწერა არ არის სრული და მას აკლია ქვის ფრაგმენტი.

„სავარაუდოდ ეს უნდა ყოფილიყო შუა საუკუნეების, ამ ჟამად დანგრეული ეკლესიის კარის თავის ქვა. იმიტომ, რომ ქვა არის საკმაოდ დიდი ზომის, სქელი და წრიული ორნამენტით გაფორმებული. წარწერა არ არის სრული და მას აკლია ქვის ფრაგმენტი სხვა ქვის ნაწილზეც გრძელდებოდა, რომელიც დაკარგულია, ან შეიძლება მანდვეა სადმე, მაგრამ ეგ არ ვიცით“,– თქვა მან.

ქართული წარწერით აღმოჩენილი ქვა, მიკვლეულია სომხურ ტაძარში.

„რაც შეეხება ეკლესიას, ეს გახლავთ 19–ე საუკუნეში აგებული სომხური თემის ეკლესია, რომელიც ახლა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. როგორც ჩანს (გადაიჭრით არ შეგვიძლია ვთქვათ ) სომხური თემის დასახლების პერიოდში, შუა საუკუნეების მართლმადიდებლური ტაძარი დანგრეული უნდა ყოფილიყო და შესაძლოა ტაძრის მშენებლობისას ის ქვები გამოიყენეს მეორადი გამოყენებით, ეს არის ყველაზე მიახლოებული ვერსია. და ეს ქვაც მოათავსეს საკურთხევლის წინ. ასე ვთქვათ ტაძრის ცენტრალურ ნაწილში. საკურთხევლის გასამიჯნად. სხვათა შორის, მოგვიანებით, ან იმ პერიოდშ,ი ტაძარი არის შელესილი და შესაბამისად წარწერაც დაფარული იყო“,– აცხადებს ანა.

მისივე თქმით, სომხურ ტაძარს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, შესაბამისად სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს სად განათავსებენ ქართულ წარწერებიან ქვას.


„ჩვენ მივაკვლიეთ წარწერას, გავაკეთეთ პალეოგრაფიული ასლი, დეტალური ფოტოფიქსაცია და გავასაჯაროვეთ ინფორმაცია, თავად ამ სომხური თემის ეკლესიას აქვს ძეგლის სტატუსი. შესაბამისად, ძეგლთა დაცვის სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს წარწერა დატოვოს ტაძარში, თუ მუზეუმში გადაიტანოს და როგორ დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი“,– ამბობს ანა იმედაშვილი.

მისივე თქმით, ყველა არტეფაქტი რჩება ადგილზე , რაც შეეხება ტაძარს, იქიდან გამომიდინარე, რომ სოფელში არ არსებობს მოქმედი ტაძარი, მოსახლეობს სურს მისი რესტავრაცია.

„მოსახლეობას ძალიან უნდა ძეგლის აღდგენა, რადგან სოფელს ეკლესია არ აქვს. გვითხრეს, რომ მიმართეს კულტურის სამინისტროსაც“,– თქვა ანამ.




წყარო: სამხრეთის კარიბჭე


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს
Freebusiness.ge პლატფორმაზე
1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
10:26 / 22.12.2024
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს Freebusiness.ge პლატფორმაზე 1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
10:20 / 20.12.2024
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული
ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
17:10 / 19.12.2024
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ
მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
16:04 / 19.12.2024
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის
ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-15 პაკეტი მიიღო,
- ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
15:44 / 16.12.2024
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-15 პაკეტი მიიღო, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.