შიმშილობის 32-ე დღე -
საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროტესტი გრძელდება.
ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას და ყველა შესაბამის უწყებას, რომ
მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის C-კლასის კლინიკაში გადაყვანა
დაუყოვნებლივ მოხდეს.
ორგანიზაცია „ემპათიას“ ორგანიზებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მონიტორინგის
მიზნით, ალტერნატიული სამედიცინო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც სხვადასხვა
პროფილის ექიმები არიან გაერთიანებული
საქართველოს კანონმდებლობა იძლევა საშუალება, რომ ციხეში დაშვებული
იქნას ექსპერტთა ჯგუფი. ცენტრი „ემპათია“ პირველად არ ატარებს
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექსპერტიზას, შესაბამისად, თუკი
დაშვებული არ იქნება ჯგუფი - ეს განიხილება, როგორც დისკრიმინაციული
მიდგომა მიხეილ სააკაშვილის მიმართ“, - განაცხადა მარიამ
ჯიშკარიანმ
ენდოკრინოლოგის ლალი ჯავაშვილის თქმით, ამ დრომდე თავიდან აშორებული
იქნა მძიმე არითმიის შეტევა და გულის გაჩერება, მაგრამ რა იქნება ხვალ
და ზეგ არავინ იცის.