დავით კლდიაშვილის მარმარილოს ქვა დროებით ქუჩაშია გამოტანილი.
სკულპტურა, ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საკუთრებაა.
ცენტრის დირექტორის - ნუნუ ხოლუაშვილის თქმით, მარმარილოს ქვა თავის
დროზე ცენტრის აივანზე ინახებოდა, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების
გამო კი გარეთ მოათავსეს.
"აივანზე, იატაკის ფილებით მოპირკეთება მიმდინარეობს. იმის
გამო, რომ მარმარილოს ქვა ძალიან მძიმეა მისი შენობაში მოთავსება ვერ
მოხერხდა, შესაბამისად ამწეკრანის დახმარებით გარეთ
გამოვიტანეთ" - განაცხადა კულტურისა და ხელოვნების ცენტრის
დირექტორმა, ნუნუ ხოლუაშვილმა.
ტროტუარზე განთავსებული, დავით კლდიაშვილის მარმარილოს ქვა
კითხვაზე, თუ რამდენად უსაფრთხო
ადგილზეა მოთავსებული და ემუქრება თუ არა მას დაზიანების საფრთხე,
ცენტრის დირექტორმა გვიპასუხა:
"მარმარილოს ქვა, გარეთ გაზონზეა
მოთავსებული. გაზონზე მანქანა ვერ გადავა, შესაბამისად უსაფრთხო
ადგილზეა მოთავსებული და დაზიანების საფრთხე არ ემუქრება. უახლოეს
დღეებში დასრულდება სარემონტო სამუშაოები და დავით კლდიაშვილის
სკულპტურა ისევ აივანზე, კუთვნილ ადგილს დაუბრუნდება"
- აცხადებს ნუნუ
ხოლუაშვილი.
ტროტუარზე განთავსებული, დავით კლდიაშვილის მარმარილოს ქვა