წაღვერის კულტურის სახლის ანსამბლების, სტუდიის ხელმძღვანელები და მათი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
წაღვერის საქალაქო კულტურის სახლის
ქორეოგრაფიული ანსამბლი „სამეფო“ (უფროსი და უმცროსი თაობა)-
ქორეოგრაფი გიორგი ანთია, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ნერგები“-
ხელმძღვანელი თიკო მუხურაძე და ვოკალური სტუდია „მაკოსტუდია“
-ხელმძღვანელი მაკო გაგნიძე, 5 დღით გაემგზავრნენ ქობულეთში, სადაც
მონაწილეობა მიიღეს ფესტივალში „მზიანი საქართველო“.
ანსამბლების და სტუდიის ხელმძღვანელებს გადაეცათ „ოქროს ჩანგი“ ასევე,
მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო დიპლომებით.

წაღვერის საქალაქო კულტურის სახლი მადლობას უხდის ბორჯომის კულტურისა
და ხელოვნების ცენტრს მხარდაჭერისათვის და „მზიანი საქართველოს“
დამფუძნებელს ფესტივალის ორგანიზებისთვის.
გააზიარეთ :