სამი ანსამბლი ბორჯომიდან, ლაურეატის წოდებით
საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე, სამ ანსამბლს ბორჯომიდან, ლაურეატის წოდება მიანიჭეს.
ფესტივალის ლაურეატები გახდნენ: "ნენანა", "თილისმა" და "მზეშინა". შესარჩევი ტური მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.


ანსამბლებმა ფესტივალზე წარადგინეს ქართული სიმღერისა და ტრადიციული გალობის ნიმუშები. მეორე ტურში გადასვლის შემდეგ ანსამბლებს მიენიჭათ ლაურეატის წოდება და გადაეცათ სერთიფიკატი.



"ლაურეატის წოდება მოგვანიჭეს. შევასრულეთ სამი ხალხური სიმღერა და სამი საგალობელი. ორივე კატეგორიაში გადავედით. მეორე ტურშიც ასევე საგალობელი და ხალხური სიმღერები შევასრულეთ" - ამბობს ანსამბლ "ნენანას" ხელმძღვანელი ნანა ანდღულაძე.


ანსამბლი "ნენანა"




"ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ჩვენი ანსამბლისთვის ეს წარმატება. მომავალშიც ნაყოფიერად გავაგრძელებთ ქართული ფოლკლორის ნიმუშების პოპულარიზაციას" - გვითხრა ანსამბლ "მზეშინას" ხელმძღვანელმა ლელა მუხურაძემ.


ანსამბლი "მზეშინა"




"ჩვენც მივიღეთ ფესტივალში მონაწილეობა და ორი ტურიც წარმატებით გადავლახეთ, ისევე როგორც "მზეშინამ" და "ნენანამ" - გვიპასუხა ანსამბლ "თილისმას" ხელმძღვანელმა დალი ქასაშვილმა.


ანსამბლი "თილისმა"




ეროვნულ ფესტივალს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, კულტურის სამინისტროსთან ერთად, ხუთ წელიწადში ერთხელ ატარებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი
კამპანიის ფარგლებში ბორჯომში ღონისძიებები გრძელდება.
17:54 / 04.12.2023
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ბორჯომში ღონისძიებები გრძელდება.
ბორჯომის სასპორტო სკოლა და
ცენტრალური ბიბლიოთეკა ადგილმდებარეობას შეიცვლის.
16:12 / 01.12.2023
ბორჯომის სასპორტო სკოლა და ცენტრალური ბიბლიოთეკა ადგილმდებარეობას შეიცვლის.
ასი მილიონი ლარი გამოიყოფა
ცენტრალური ბიუჯეტიდან ქალაქის ცენტრალური ნაწილის
რეაბილიტაციისთვის.
15:57 / 01.12.2023
ასი მილიონი ლარი გამოიყოფა ცენტრალური ბიუჯეტიდან ქალაქის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციისთვის.
ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის
ავტოპარკი განახლდება და მუნიციპალიტეტს ექვსი ახალი
15:24 / 01.12.2023
ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკი განახლდება და მუნიციპალიტეტს ექვსი ახალი
პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსში“
შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით, 81 ხმით მიიღო. კანონპროექტი
დეპუტატებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ
წარუდგინა.
11:54 / 01.12.2023
პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით, 81 ხმით მიიღო. კანონპროექტი დეპუტატებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ წარუდგინა.
ინტერაქტივი
ორი წელი თვითმმართველობის არჩევნებიდან, რა შეიცვალა ან არ შეიცვალა ორი წლის განმავლობაში ბორჯომში, რას ითხოვს ხალხი და რას პასუხობს ადგილობრივი ხელისუფლება.
33 სოფელი ბორჯომში და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 1 200 000 ლარი.
დღის ამბები
ყინულის მოედანი თუ საბავშვო ბაღი ბაკურიანში -არჩევანი ბაღის სასარგებლოდ;
დეპუტატის ცვლილება და სამსახურების ანგარიშები ბორჯომის საკრებულოში;
«« დეკემბერი 2023 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.