ახალი ამბები
სიღარიბის შემცირება, ძირითადად შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდითაა განპირობებული - PMCG
PMCG-მ გამოაქვეყნა კვლევა - 2019-2023 წლებში შინამეურნეობების შემოსავალი და სიღარიბე საქართველოში, რომლის მიხედვითაც, ოჯახების შემოსავალი 50.1%-ით გაიზარდა და 1,328 ლარი შეადგინა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ამავე პერიოდში გაზრდილ სამომხმარებლო ფასებს (2019-2023 წლებში 29.3%-ით გაიზარდა), შინამეურნეობების რეალური მედიანური შემოსავლის ზრდა მხოლოდ 16.6% იყო და 1,027 ლარი შეადგინა.

ნომინალური მაჩვენებლის მიხედვით, მაღალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობათა წილი გაიზარდა, ხოლო დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობათა წილი შემცირდა. 2019-2023 წლებში შინამეურნეობების წილი, რომლებიც იღებდნენ 1000 ლარამდე შემოსავალს 20 პროცენტული პუნქტით (პპ) შემცირდა და 39% შეადგინა. რეალური მაჩვენებელი კი მხოლოდ 6 პპ-ით შემცირდა.

კვლევის ერთ-ერთი ნაწილია, დასაქმებისა და სოციალური ტრანსფერების გავლენა შინამეურნეობებზე.

PMCG წერს, რომ კვინტილების [მოსახლეობის რაოდენობის 5 ნაწილად დაყოფა. აღნიშნული კვინტილი მოიცავს ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე 20%-ს] მიხედვით, შემოსავლის წყაროების ანალიზისას გამოვლინდა, რომ შინამეურნეობების შემოსავლებში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დასაქმება და სოციალური ტრანსფერები. 2019-დან 2023 წლამდე დასაქმებიდან შემოსავლის მიმღები შინამეურნეობების წილი 57.7%-დან 64.4%-მდე გაიზარდა. ამ პერიოდში საშუალო ნომინალური შემოსავალი დასაქმებიდან ერთ შინამეურნეობაზე, რომელიც შემოსავალს იღებდა დასაქმებიდან, გაიზარდა 86%-ით (რეალური - 44%). ეს ზრდა, შესაძლოა, ნომინალური ანაზღაურების 65%-იანი ზრდითა და დასაქმების მაჩვენებლის 3 პპ-ით ზრდითაა განპირობებული.

კვლევის მიხედვით, 2020-2023 წლებში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი საგრძნობლად, 21.3%-დან 11.8%-მდე შემცირდა. კლება ძირითადად საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდითა და საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების პროგრამით არის განპირობებული.

"2022 წელს დაწყებულმა საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების პროგრამამ გაზარდა დასაქმებიდან მიღებული შემოსავალი დაბალშემოსავლიან შინამეურნეობებში. 2023 წლის ბოლოს პროგრამით დასაქმებული იყო 32,921 ადამიანი. ამავე პერიოდში, ყველაზე დაბალი შემოსავლის კვინტილში
შინამეურნეობების 18.6% იღებდა შემოსავალს დასაქმებიდან, რაც 4.5 პპ-ით აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს.

2019-დან 2023 წლამდე 2.8 პპ-ით გაიზარდა იმ შინამეურნეობების წილი, რომლებიც იღებენ შემოსავალს სოციალური ტრანსფერებიდან. ზრდის მიზეზი შეიძლება იყოს საარსებო შემწეობისა და პენსიებს მიმღებთა რაოდენობის ზრდა.

სოციალური ტრანსფერების საშუალო ნომინალური ოდენობა აღნიშნულ პერიოდში - 290 ლარიდან 471 ლარამდე გაიზარდა, რაც გამოწვეულია საარსებო შემწეობისა და პენსიების ოდენობის საერთო ზრდით", - წერს PMCG.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს
მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე
ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.
22:16 / 28.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენ მიერ ჩახსნილი
დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული
გაზმომარაგებასთან,“
15:31 / 26.11.2024
„ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან,“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის,
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი
ღარიბაშვილი
13:25 / 26.11.2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის
არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
11:20 / 26.11.2024
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.