ბორჯომის სამუსიკო სკოლა წარმატებული მოღვაწეობის მრავაწლიანი ისტორიას აგრძელებს (R)
11:17 / 21.07.2021
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ბორჯომის სამუსიკო სკოლას წარმატებული მოღვაწეობის მრავაწლიანი
ისტორია აქვს.პანდემიის მიუხედავად, გასული წლების
მსგავსად ეს წელიც გამარჯვებების მომტანი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა
მონაწილეობა მიიღეს როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნულ კონკურსებში
და მოიპოვეს აღიარება.
გარდა პიანისტებისა, წარმატებები მოიპოვეს პატარა მუსიკოსებმაც. „ჩემი
საქართველო სად არის“ - ასე ერქვა კონკურსს, რომლის საფინალო ტურიც
მარნეულში გაიმართა და მასში მონაწილეობა ბორჯომის სამუსიკო სკოლის
მოსწავლეებმა მიიღეს.
წელს სამუსიკო სკოლა 38 მოსწავლემ დაამთავრა. მათ სამუსიკო განათლების
მიღების საშუალება განახლებულ გარემოში მიეცათ.
სკოლას რეაბილიტაცია მიმდინარე წელს ჩაუტარდა რეგიონული განვითარების
ფონდის და ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით. აქ ყველა პირობაა
შექმნილი იმისათვის, რომ ბავშვებმა მიიღონ მაღალი ხარისხის კლასიკური
განათლება. იგეგმება სიახლეებიც.
ბორჯომის სამუსიკო სკოლაში სწავლა ახალი სასწავლო წლიდან კვლავ
განახლდება. სამუსიკო სკოლა ბორჯომში 1973 წლიდან ფუნქციონირებს,
შენობა კულტურული მემკვიდრების ძეგლის სტატუსს
ატარებს.
წაღვერის საქალაქო კულტურის სახლის
ქორეოგრაფიული ანსამბლი „სამეფო“ (უფროსი და უმცროსი თაობა)-
ქორეოგრაფი გიორგი ანთია, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ნერგები“-
ხელმძღვანელი თიკო მუხურაძე და ვოკალური სტუდია „მაკოსტუდია“
-ხელმძღვანელი მაკო გაგნიძე, 5 დღით გაემგზავრნენ ქობულეთში, სადაც
მონაწილეობა მიიღეს ფესტივალში „მზიანი საქართველო“.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.