ახალქალაქში, ქართული და ინგლისური ენების შემსწავლელი ცენტრი გაიხსნა
20:21 / 23.09.2019
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, ახალქალაქში
სასწავლო ცენტრი ოფიციალურად გახსნა. მუნიციპალიტეტში მცხოვრები,
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები აქ, ქართულ და ინგლისურ ენებს
უფასოდ სწავლობენ.
ჯამში 20-მდე ახალგაზრდას უტარდება გაკვეთილები, ისინი საგამოცდოდ
ემზადებიან. სასწავლო ცენტრი, ახალქალაქის LAG-ის ოფისში
ფუნქციონირებს.
ახალქალაქის LAG-ის ოფისში ჰქონდა ევროკავშირის ელჩს შეხვედრა,
ENPARD-ის პროექტის გუნდთან და ახალქალაქის ადგილობრივი სამოქმედო
ჯგუფის წევრებთანაც, რა დროსაც ელჩმა, მათი საქმიანობის შესახებ
ინფორმაცია მიიღო.
ახალქალაქის განვითარების ჯგუფი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის
განვითარების საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო პლატფორმას, რომელიც
კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის 30-მდე წარმომადგენელს
აერთიანებს. დღეისათვის LAG-ს შემუშავებული აქვს ადგილობრივი
განვითარების სტრატეგია და ევროკავშირის საგრანტო პროგრამით სოფლის
მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, განათლების და სოციალური
მომსახურების სფეროებში ადგილობრივი განვითარების ინიციატივებს მხარს
უჭერს. დღემდე, ევროკავშირის გრანტით და GIPA-ს მხარდაჭერით,
ახალქალაქში 16 ინიციატივაა დაფინანსებული. ახლო მომავალში კი
დამატებით 24 ინიციატივის დაფინანსება იგეგმება. ევროკავშირის მიერ
მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ინიციატივებით მუნიციპალიტეტში უკვე
64 მუდმივი, ხოლო 14 სეზონური სამუშაო ადგილი შეიქმნა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.