აბიტურიენტები დღეს პირველ გამოცდას აბარებენ
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა დღეს ქართული
ენასა და ლიტერატურაში ტარდება.
წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი
ფუნქციონირებს. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და
საჭირო ინფრასტრუქტურით.
2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტია
დარეგისტრირებული.
საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო
დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის
მსურველები ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს
ჩატარდება. 17- 24 ივლისს გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის
გაიმართება.
საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა
გაიარა;
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა
გამოთქვა; მასწავლებლის კომპეტენციას კი 31000-ზე მეტი აპლიკანტი
დაადასტურებს.