ატესტატს, გასულ წლებში ჩაჭრილებიც უფასოდ მიიღებენ
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოების სამსახურის უფროსი ნინო თოდუა ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროსთან უკვე შეთანხმებულია ცვლილებების შეტანა შესაბამის დოკუმენტებში , რომლის თანახმადაც, პირველადი ატესტატის გაცემა ყველა პირისთვის უფასო იქნება.

მისი თქმით, ჯერ დოკუმენტი არ არსებობს, თუმცა ატესტატების გაცემის დღისთვის შესაბამის წესში ცვლილება უკვე ასახული იქნება.

„ატესტატის გაცემის რეგულირების წესის თანახმად, პირველადი ატესტატი, ისედაც გაიცემა უფასოდ, მაგრამ ამავე წესში იყო ასეთი ჩანაწერი, რომ თუ იმავე წელს არ მიმართავდა პირი იუსტიციის სახლს, ასეთ შემთხვევაში ის მიიღებდა დუბლიკატს და იხდიდა თანხას, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა პირველადი ატესტატი. ვინაიდან კანონში განხორციელდა ცვლილება და გაუქმდა სკოლის გამოსაშვები გამოცდები, იუსტიციის სამინისტროში გაგზავნილია ინიციატივა ცვლილებების შესახებ, რომ ასეთ პირებზე გაიცეს პირველადი ატესტატი და, რა თქმა უნდა, ეს იქნება უფასო. ეს არის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთი პრობლემა არის ის, რომ ეს საკითხი მართალია შეთანხმებული და გადაწყვეტილია, მაგრამ ჯერ არ არის ასახული ნორმატიულ აქტში. ეს ცვლილება დღე-დღეზე უნდა განხორციელდეს.
„ცვლილება ინიცირებულია იმ პირებისთვის, რომლებმაც დაძლიეს ეროვნული სასწავლო გეგმა, თუმცა ან არ დარეგისტრირდნენ სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე, ან ვერ მიიღეს დამაკმაყოფილიებელი შეფასება, ან არ გამოცხადდნენ გამოცდაზე. ასეთ პირებზე კანონის თანახმად უნდა გაიცეს სრული ზოგადი განათლების ატესტატი. რაც შეეხება გაცემის წესის საფასურს, ინიცირებული პროექტის თანახმად, მათ სახელზე 10 დღის ვადაში უფასოდ გაიცემა პირველადი ატესტატი“
– განმარტა განათლების სამინისტროს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოების სამსახურის უფროსმა ნინო თოდუამ.

იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა შემთხვევა, რომ ატესტატის მიღების მსურველ პირს მაინც მოსთხოვეს საფასურის გადახდა, სამინისტროს წარმომადგენელი ურჩევს რომ დაუკავშირდეს განათლების სამინისტროს ცხელ ხაზს, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად.

„24 ივნისიდან ვიწყებთ ატესტატების გაცემას და ამ პერიოდში იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს და ეცოდინება ეს სიახლე ყველა ოპერატორს. საუბარია 24-დან როდესაც ვიწყებთ ატესტატების გაცემას, მას შემდეგ რაც ცვლილება შევა ატესტატის გაცემის წესში. დღეს დუბლიკატის გაცემა ნამდვილად ფასიანია. პრობლემის შემთხვევაში პირს ან მის მეურვეს შეუძლია დაგვიკავშირდეს ცხელ ხაზზე და გაგვასაუბროს თუნდაც ოპერატორი” – აღნიშნა თოდუამ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კითხვით განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძესაც მიმართა, რომელმაც ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ შეთანხმება იუსტიციის სამინისტროსთან მიღწეულია და ცვლილებების იურიდიულად გაფორმების შემდეგ, გასულ წლებში სკოლადამთავრებული პირებიც ატესტატებს უფასოდ მიიღებენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი
მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
24%-ით გაიზარდა,“
15:10 / 18.11.2024
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა,“
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და
იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
12:04 / 18.11.2024
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე
ღამენათევ დემონსტრანტებს 18 ნოემბრის დილით, 9 საათზე,
10:17 / 18.11.2024
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ღამენათევ დემონსტრანტებს 18 ნოემბრის დილით, 9 საათზე,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.